შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სექტემბერში დაგეგმილია გაეროს სურსათის სისტემების გლობალური სამიტის (UN Food Systems Summit) გამართვა, სადაც მონაწილეობას მიიღბენ გაეროს წევრი ქვეყნები. სამიტისის მიზანია ქვეყნებისთვის მდგრადი სურსათის სისტემების უზრუნველყოფა, სიღარიბის დაძლევა და სასურსათო უსაფრთხოება. სამიტამდე, გაეროს წევრმა ქვეყნება უნდა უზრუნველყონ სამი მოსამზადებელი დიალოგის ორგანიზება. საქართველოც, როგორც გაეროს წევრი ქვეყანა ჩართულია სამიტის მოსამზადებელ პროცესში.
მიმდინარე წლის 4 ივნის, ონლაინ ფორმატში გაიმართა გაეროს სურსათის სისტემების მოსამზადებელი რიგით მესამე სამუშაო შეხვედრა, რომელშიც „უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაცია“ ( უსმა/USMA) იღებდა მონაწილეობას, როგორც სასურსათო უსაფრთხოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის განხორციელების პროცესში ჩართული მხარე. შეხვედრის მიზანი იყო უკვე ჩამოყალიბებული პრიორიტეტების განხილვა და თითოეული პრიორიტეტისთის დამატებითი რეკომენდაციების მიღება.
სამუშაო შეხვედრა გახსნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ამავე დროს სამიტის მოსამზადებელი დიალოგის ეროვნულმა კოორდინატორმა - ეკატერინე ზვიადაძემ და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ოფიცერმა, FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში - ზაზა ჭელიძემ.
შეხვედრის ფარგლებში ქალბატონმა ეკატერინე ზვიადაძემ წარადგინა პროექტი მდგრადი სურსათის სისტემების გზამკვლევის შესახებ. ასევე გაიმართა კითხვა/პასუხის რეჟიმი შეხვადრაში მონაწილე ორგანიზაციებსა და შეხვედრის ორგანიზატორებს შორის.
„უსაფრთხოების სფეროს მკველვართა ასოციაციის“ (უსმა/USMA) მხრიდან გაეროს სურსათის სისტემების სამიტის მოსამზადებელ ვირტუალურ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი - იოსებ ბუაძე; ასოციაციის პროექტების კოორდინატორი და მონიტორინგის ცენტრის უფროსი - თამარ ახალკაციშვილი.
„უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის“ (უსმა/USMA) სამუშო ჯგუფს ხელმძღვანელობს, ასოციაციის საექსპერტო საბჭოს თავმჯდომარე - გოჩა ცოფურაშვილი.
ოფიციალური პორტალი https://summitdialogues.org/